MediaWiki:Prefswitch-main/ka

From translatewiki.net
ვიკიპედიის ეკრანის ახალი სანავიგაციო ინტერფეისი (გადიდება)
გვერდის რედაქტირების ძირითადი ინტერფეისი(გადიდება)
ბმულების შექმნის დიალოგიი

"ფონდ ვიკიმედიაში" მუშაობს "ვიკიპედიის" გამოყენების ანალიზის ჯგუფი, რომელიც ვიკიპედიის საზოგადოების მოხალისეებთან ერთად ცდილობენ ვიკიპედიაში მუშაობის გაადვილებას. ჩვენ მოხარულნი ვართ გაცნობოთ რამდენიმე ცვლილების შესახებ, მათ შორის ახალი ინტერფეისისა და რედაქტირების გამარტივებული ფუნქციების შესახებ. ეს ცვლილებები შემოტანილია ახალი მომხმარებლებისთვის სამუშაოს გასამარტივებლად, ისინი ეფუძნებიან წინა წელს ჩატარებულ მოხერხებულობის ტესტირებას. ჩვენი საიტებისთვის ახალი დიზაინის შექმნა მიიჩნევა პრიორიტეტულად, და ჩვენ გავაგრძელებთ პროექტის გაუმჯობესებას მომავალშიც. დამატებით შეგიძლიათ ნახოთ ვიკიმედიის ბლოგი.

ცვლილებები

  • ნავიგაცია. ჩვენ გავაუმჯობესეთ გვერდების კითხვისა და რედაქტირების ნავიგაცია.
  • რედაქტირების პანელის გაუმჯობესება. ჩვენ შევცვალეთ რედაქტირების პანელის სახე, რისი მეშვეობითაც მისი გამოყენება გამარტივდა.
  • ბმულების ოსტატი. გამოსაყენებლად მარტივი ხელსაწყოს მეშვეობით გამარტივდა ბმულების ჩასმა როგორც ვიკი გვერდებზე, ასევე გარე საიტებზე.
  • ძიების გაუმჯობესება. ჩვენ გავაუმჯობესეთ ძიებისკარნახები, რათა გამარტივდეს საჭირო გვერდის პოვნა.
  • დამატებითი ახალი ფუნქციები. ჩვენ ასევე გავაკეთეთ ტაბულების ოსტატი, რათა გაგიმარტივოთ ტაბულების შექმნა ვიკიპედიაში.
  • თანამედროვე ლოგო. ჩვენ შევიცვალეთ ლოგო - დაწვრილებით იხილეთ ვიკიმედიის ბლოგში.